Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | თბილისში ანტი-ტერორისტული ოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი დააკავეს
Civil.ge
22 November 2017, 14:05

თბილისში, ისნის რაიონში, გაბრიელ ბერის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის მსვლელობისას ერთი პირი იქნა დაკავებული, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 22 ნოემბერს.

ამავე ინფორმაცით,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი რაოდენობის და წარმომავლობის შესახებ დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, სუს-ის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ოპერაციის საწყის ეტაპზე, აწარმოებდა მოლაპარაკებებს მათთან სამართალდამცველებისთვის ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე აღნიშნა, რომ „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა“ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს და ხელყუმბარები ისროლეს.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.  

პირველი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ღამის 00:01 საათზე გაავრცელა, სადაც დაადასტურა, რომ კონტრტერორისტული დეპარტამენტი სპეციალურ ოპერაციას ატარებდა დაუდგენელი რაოდენობის პირთა დასაკავებლად, რომელთაც სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. 

თვითმხილველთა განცხადებით, სროლის და აფეთქების ხმა 22 ნოემბერს დილით გაძლიერდა.

სპეცოპერაციის ადგილი უსაფრთხოების თანამშრომლებს აქვთ ბლოკირებული; გარცელებულ კადრებზე ჩანს, რომ ადგილზე რამდენიმე ჯავშანმანქანა და სპეცრაზმი განთავსდა.

 

ამავე თემაზე

თბილისში მასშტაბური სპეცოპერაცია ტარდება

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი